ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღით ვაჭრობის რეგულაციები


გაეროს ხელშეკრულება კონსენსუსის გზით უნდა იყოს მიღებული

კონვენციურ შეიარაღებაზე გაეროს გლობალური ხელშეკრულების პროექტი ჯერ არ დასრულებულა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წევრმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს საბოლოო დოკუმენტზე მოლაპარაკება. შეიარაღების კონტროლის პერსპექტივების დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა არკვევდა.
ხელშეკრულების მიზანი კონვენციური შეიარაღების ექსპორტზე, იმპორტსა და გადაზიდვებზე საერთაშორისო რეგულაციების დაწესებაა. ეს შეირაღება ასევე მოიცავს ავიამზიდებს და მოიერიშე შვეულმფრენებს, ასევე ავტომატურ შაშხანებს და მცირე კალიბრიან შეიარაღებას. ერთთვიან მოლაპარაკებებში მსოფლიოს უდიდესი ექსპერტიორები - რუსეთი და შეერთებული შტატესბი და ასევე უდიდესი იმპორტიორი -ინდოეთი მონაწილეობდნენ.
სკოტ სტეჯანი „ოქსფამ ამერიკას“ პოლიტიკის მრჩეველია. ის ამბობს, რომ ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შედგენაში 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„თუმცა, ბოლო წუთზე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ იყო მზად ხელმოსაწერად და დამატებითი დრო ითხოვა. ასევე მოიქცნენ რუსეთი, ვენესუელა. კუბა და ჩრდილოეთ კორეა. მათაც დამატებითი დრო ითხოვეს,“- ამბობს სკოტ სტეჯანი.
გაეროს ხელეშეკრულება კონსენსუსის გზით უნდა იყოს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დოკუმენტის დაბლოკვა. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ხელშეკრულების შექმნას არ ეწინააღმდეგება, თუმცა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, „ასეთი რთული და კრიტიკული საკითხისთვის უფრო მეტი დრო გონივრული ნაბიჯი იქნება.“
დერილ კიმბელი კერძო კვლევითი ფირმის, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ ხელშეკრულების ტექსტს ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს.
„ეს აწესებს მოთხოვნებს ყველა სახელმწიფოსთვის, კონვენციური იარაღით ვაჭრობაზე. დღეს ასეთი რეგულაციები დაახლოებით 90 ქვეყანას გააჩნია,“ - ამბობს კიმბელი.
მისი თქმით, ხელშეკრულება ასევე დააწესებს იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ ქვეყანამ ვიდრე კონვენციური იარაღით ვაჭრობას გადაწყვეტს.
ჯონ ბოლტონი გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩია. მისი თქმით, ბევრი ქვეყანა თვლის, რომ ხელშეკრულება რთული განსახორციელებელი იქნება.
„გაეროს მსგავსი ბევრი რეგულაცია მაქვს ნანახი და შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნები რომლებიც ამ ხელშეკრულებებს ხელს აწერენ ძალიან რთული მოლაპარაკების შემდეგ, სრულად ვეღარ არსულებენ ამ ხელშეკრულების პუნქტებს. და ვფიქრობ ეს ზოგიერთი ქვეყნისთვის რეალურ რისკს შეიცავს, რომ ვერ შეძლონ ამ რატიფიცირებული დოკუმენტის რეალურად განხორციელება,“- ამბობს ბოლტონი.
ანალიტიკოსებისთვის ჯერ გაურკვეველია, თუ როგორ დასრულდება ხელშეკრულებაზე მუშაობა.
„ზოგიერთ ქვეყანს სურს, რომ ხელშეკრულება ოქტომბერში კენჭისყრაზე გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე დადგეს. ზოგ ქვეყანას კი სურს რომ მოლაპარაკება კიდევ გაგრძელდეს ოქტომბრადმე. ზოგი კი, მაგალითად შეერთებულ შტატები, ხელშეკრულების პროექტის მომავალი წლისთვის გადადებას ითხოვს,“ - ამბობს ანალიტიკოსი სტეჯანი.
თუმცა, ყველა დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, იარაღით ვაჭრობის რეგულაციები ძალაში რეალურად შევა.
XS
SM
MD
LG