ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის დეპარტამენტის უცხო ენების ინსტიტუტი


ენის ტრენინგის გავლა ახლა უკვე თავდაცვის დეპარტამენტის მთელი პირადი შემადგენლობისთვის იქნება სავალდებულო

თავდაცვის დეპარტამენტის ენის ინსტიტუტის უცხო ენათა ცენტრი კალიფორნიის ქალაქ მონტერეიში მდებარეობს.
წარმატებული საქმიანობის გამო ინსტიტუტის გაფართოების ინტერესიც გაჩნდა, რაც თავდაცვის დეპარტამენტის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისმობს. კერძოდ ერაყში, ავღანეთსა და პაკისტანში მომუშავე მისიებს ენის და კულტურის მიმართულებით აქტიური დახმარება უნდა გაეწიოთ. დოქტორი დონალდ ფიშერი ენის ცენტრის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის ენის ინსტიტუტი სხვა სასწავლო დაწესებულებებსიგან ფასით და სასწავლო პროცესის ხანგრძლივობით განსხვავდება.

„ერთი მიმართულებით ეს უფასოა. ჩვენი სტუდენტების ასაკი 18-დან 22 წელია. ისინი სამხედრო მოსამსახურეები არიან და ჩვენთან უცხო ენებს ეუფლებიან. კურსის ხანგრძლივობა 6 თვიდან იწყება იმ ენების შესასწავლად რომელიც ინგლისურენოვანისთვის უფრო ადვილია, ხოლო ისეთი ენებისთვის როგორიცაა არაბული, ჩინური, კორეული და იაპონური კურსის ხანგრძლივობა 15 თვეს შეადგენს. ფარსის ენის სწავლას კი 47 კვირა სჭირდება,“ - ამბობს დონალდ ფიშერი.

არსებობს სხვა ენები, რომლის შესასწავლად 64 კვირაა საჭირო. მაგალითად მანდარინის დიალექტისთვის, რომელიც ამერიკელი სტუდენტებისთვის ყველაზე რთულია, ამბობს ინსტრუქტორი ჩინგ ლინი.

„სტუდენტების დიდი ნაწილს ამ სირთულის დაძლევა შეუძლია. თუმცა ეს ჩვენთვის, როგორც სტუდენტებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა,“ - ამბობს ჩინგ ლინი.
თითოეულ კლასში 6-დან 10 სტუდენტამდე ზის. ინსტიტუტში 2250 თანამშრომელია. ფიშერი ამბობს განსაკუთრებით ფარსის ინსტრუქტორების ნაკლებობა აქვთ.

2009 წელს ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკ კრისტალმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყოველ ათეულში ერთ ჯარისკაცს ავღანეთში ერთერთი გავრცელებული ენა - დარი უნდა ცოდნოდა.
მომავალი წლისთვის ამერიკულ არმიაში დისლოცირებამდე გასავლელი პროგრამა იწყება იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ერაყში და ავღანეთში იქნებიან მივლენილი. ენის ტრენინგის გავლა ახლა უკვე თავდაცვის დეპარტამენტის მთელი პირადი შემადგენლობისთვის იქნება სავალდებულო. ინტერნეტით ენის კურსს დაახლეობიტ ექვსი საათი სჭირდება. ის შეიცავს ორიენტაციას, როგორც კულტურის სფეროში, ასევე სამხედრო ტერმინოლოგიის ძირითად ფრაზებს.
XS
SM
MD
LG