ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთმა ტერორიზმში ეჭვმიტანილის ვიდეო გაავრცელა


ეჭვმიტანილი ტერორისტი ჩვეულებრივი ტურისტისგან არაფრით განსხვავდებოდა

ბულგარეთმა გაავრცელა ვიდო, რომელშიც ისრაელის ტურისტული ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი მოჩანს.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცევან ცვეტანოვის განცხადებით, ეჭვმიტანილი ტერორისტი ჩვეულებრივი ტურისტისგან არაფრით განსხვავდებოდა -მოკლე შარვალი ეცვა და ზურგჩანთა ეკიდა. ეჭვმიტანილს თან ყალბი ამერიკული მართვის მოწმობაც ჰქონდა.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამ დრომდე არავის აუღია. აფეთქებას ესმხვერპლა შვიდი ადამიანი, 5 ისრაელის მოქალაქე, ავტობუსის მძღოლი და თავად ტერორისტი. დაიჭრა 30-მდე მგზავრი.

ისრაელის მთავრობა მომხდარში შიიტ მუსლიმთა დაჯგუფებას-ჰეზბოლას ასახელებს. თეირანმა ბრალდება უარყო. ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო ტერორისტული აქტი.




XS
SM
MD
LG