ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორ-დღიანი დემონსტრაცია ჩინეთში


აქციის მონაწილეები ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებენ

ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მკაცრად დასჯიან ორდღიანი დემონსტრაციის ორგანიზატორებს. საპროტესტო აქცია ქალაქ შიფანგში გაიმართა, სადაც მოსახლეობა ეკოლოგიური მდგომარეობითაა შეშფოთებული და მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც ქალაქში მძიმე ლითონის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა გაიხსნას.

ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით, დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ქარხნის აშენება ისედაც დაბინძურებულ გარემოს კიდევ უფრო დააბინძურებს, რაც ქალაქის მომავალი თაობის ჯანმრთელობას მნიშვნელოვან რისკებს შეუქმნის.
XS
SM
MD
LG