ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოჰამედ მორსი ფიცს ხვალ დადებს


Egypt's President-elect Mohamed Morsi speaking on television.
Egypt's President-elect Mohamed Morsi speaking on television.

სამხედრო საბჭომ აღნიშნული ოფიციალური ცერემონიის გამართვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მოითხოვა

ეგვიპტის საინფორმაციო სააგენტო „მენას“ განცხადებით, ახლად-არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი საპრეზიდენტო ფიცს ხვალ დადებს ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე.

მორსი აქამდე აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო ცერემონია პარლამენტში შედგებოდა. თუმცა, სამხედრო საბჭომ აღნიშნული ოფიციალური ცერემონიის გამართვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მოითხოვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ საბჭოს პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა, რომელიც მუსლიმთა საძმოს მიერ იყო დომინირებული.

ეგვიპტის საკითხების სპეციალისტები აცხადებენ, რომ უთანხმოება საძმოს წევრებსა და სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებს შორის ძალაუფლებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის გამოხატულებაა.
XS
SM
MD
LG