ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობის მომავალი


ვაშინგტონი შეეცდება ეგვიპტელებს რევოლუციის დანაპირების შესრულებაში დაეხმაროს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შაბათს ეგვიპტეში ისლამისტი პოლიტიკოსი მოჰამედ მორსი საპრეზიდენტო ფიცს დებს. მორსი ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ მოვიდა. ამერიკის ხმა შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აისახება ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლა ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობაზე.

მოჰამედ მორსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება თაჰრირის მოედანზე ათასობით ეგვიპტელმა იზეიმა. თუმცა, 18 თვის წინ ამ მოედანზე ეგვიპტელები ჰოსნი მუბარაქის გადადგომას მოითხოვდნენ.

დევიდ შენკერი ვაშინგტონში ახლო-აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტში მუშაობს. მისი აზრით, ეგვიპტისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი იყო სამართლიანი არჩვენების ჩატარება, თუმცა ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება.

„ქვეყანას ჰყავს არმია, რომელიც პოლიტიკოსებზე და ლიდერებზე ბევრად უფრო მაღლა დგას.“

შენკერი ასევე ამბობს, რომ ეგვიპტეში ხელისუფლების ცვლა გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობაზეც:

„შეერთებული შტატები დაელოდება, ვიდრე მორსის მთავრობა საკუთარი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონიც. შეერთებული შტატები, ყოვლწლიურად, ეგვიპტეს მილიარდნახევარი დოლარით ეხმარება. ჩვენი სურვილია, ეს დახმარება გაგრძელდეს, თუმცა, კონგრესი ეგვიპტის ახალი მთავრობისთვის დახმარების მიცემას ასე იოლად არ დათანხმდება.“

გალოპის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ეგვიპტეში, ტუნისში, სირიაში, ლიბიასა და იემენში ქალები, ისევე როგორც არაბი მამაკაცები, შარიათის კანონის ლეგალიზებას უჭერენ მხარს. დალია მოჯაჰედი გალოპის მუსლიმური სწავლების ცენტრის დირექტორია:

„შარიათის დაკანონების მოწინააღმდეგეთა რიცხვი რეგიონში ძალზე დაბალია. უმეტეს ქვეყნებში შარიათის კანონს მხარს არაერთგვაროვნად უჭერენ. თუმც, ეგვიპტეში ეს რიცხვი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა.“

ადელ ისკანდერი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში თანამედროვე არაბულ მეცნიერებათა ცენტრის თანამშრომელია:

„პოლიტიკური ისლამი ახლო აღმოსავლეთში სამართავ იარაღს წარმოადგენს, რადგან იგი ავსებს ნაციონალისტური პოლიტიკის სიცარიელეს და წარმატებული და ორგანიზებული შედეგები მოაქვს.“

ისკანდერი იქვე დასძენს, რომ შეერთებული შტატები ეგვიპტეში მოვლენების განვითარებას დაელოდება:

„ვაშინგტონისთვის მისაღები იქნება ის პოლიტიკა, რაც ორმხრივ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული და სუვერენიტეტის დაცვის ფარგლებს არ გასცდება. ამიტომ, ეს ცვლილება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანი ფაზა იქნება.“

მოჰამედ მორსისთვის ეგვიპტის პრეზიდენტობის მისალოც მიმართვაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ეგვიპტის დემოკრატიული გზით განვითარებას. ვაშინგტონი, ასევე, შეეცდება ეგვიპტელებს რევოლუციის დანაპირების შესრულებაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG