ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნის შანსები იზრდება


მიტ რომნიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სამშაბათს, ილინოისის შტატში გამართულ რესპუბლიკურ პრაიმერიში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატად მისი დასახელების შანსი.

ილინოისიდან ჯერ მხოლოდ ხმების 47 პროცენტია დათვლილი, თუმცა წინასწარი გათვლებით რომნის ხმათა 47 პროცენტი აქვს. მის მთავარ მეტოქეს რიკ სანტორუმს კი ხმათა 35 პროცენტი.

ილინოისში მოპოვებული გამარჯვება რომნის კამპანიისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ მან რელიგიური კონსერვატორების მხრიდან მხარდამჭერა აქამდეც ვერ მოიპოვა, მისი კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული კამპანიის წყალობით რომნი ყველა სხვა კანდიდატს უსწრებს.

XS
SM
MD
LG