ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გუგლი" მომხმარებელს აფრთხილებს


ინტერნეტ საძიებო სისტემა "გუგლი" მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ამ კომპანიის ელექტრონული ფოსტის Gmail-ის მომსახურება შესაძლოა კიბერ შეტევის მსხვერპლი გახდეს. ძირითადად გამაფრთხილებელი გზავნილი ჩინელმა მომხმარებლებმა მიიღეს, სადაც კიბერ შეტევის განმხორციელებელ მხარედ მთავრობა იყო მოხსენიებული. მსგავსი შეტყობინება მიიღეს ამერიკელმა და იაპონელმა მომხმარებლებმაც. ბლოგ პოსტში გუგლმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის მოპარვის დაუყოვნებლივი საშიშროება არ არსებობს, თუმცა თითოეული მომხმარებელი პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს. კომპანიამ მოუწოდა ყველას-შექმნან უფრო რთული პაროლი და გაატარონ სხვა დამცავი ღონისძიებები.

XS
SM
MD
LG