ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩი: მაიდანზე დემონსტრანტების მკლელობაში ბრალი პროვოკატორებს მიუძღვით


იანუკოვიჩი პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას ითხოვს

იანუკოვიჩი პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას ითხოვს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთში იმყოფება, უსაფრთხოების სამსახურების ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიერ ვიდეო ზარით დაიკითხა. იანუკოვიჩმა უარყო, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები მაიდანის დემონსტრაციების დროს მისი მითითებებით მოქმედებდნენ.

საქმის განხილვისას, კიევში, გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ იანუკოვიჩს ბრალდება გააცნო.

„ვიქტორ ფიოდოროს ძე იანუკოვიჩს, ბრალად ედება 2014 წლის 1 მარტს, მისი რუსეთის ტერიტორიაზე, განუსაზღვრელ ადგილას ყოფნის დროს განზრახვით 1-ელი, მე-2-ე, 65-ე, 68-ე, 132-ე, 133-ე, და 134-ე მუხლების დარღვევა და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა ლუცენკომ.

საქმე ეხება მაიდანის რევოლუციის დროს, კიევში, აქციის 72 მონაწილის მკვლელობას პოლიციისა და სნაიპერების მიერ. აქციის მონაწილეებთან ერთად, მაიდანის მოვლენების დროს, სულ ცოტა, 13 პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.

იანუკოვიჩმა ძალადობა „პროვოკატორებს“ დააბრალა.

„პროვოკაციების შედეგად, რომლებიც დეკემბერში, იანვარში და თებერვალში ხდებოდა, სიტუაცია გაუარესდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, ვინც მაიდანზე იყო ამაში დამნაშავე არაა. დამნაშავენი არიან რადიკალები და ისინი ვინც მათით მანიპულირებდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ მოახდინეს სისხლისღვრის პროვოცირება. ეს რომ არ გაეკეთებინათ, სიტუცია დონბასსა და ყირიმში განსხვავებული იქნებოდა“, - აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

იანუკოვიჩმა სასამართლოს განუცხადა, რომ დემონსტრაციებმა ის გააკვირვა, ვინაიდან მან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ წაეყვანა.

მაიდანზე აქციის მონაწილეების მკვლელობა კრიტიკული მომენტი იყო სამთვიანი გამოსვლების მანძილზე, რის შემდეგაც იანუკოვიჩი რუსეთში მიიმალა და აქციები რევოლუციით დასრულდა.

დემონსტრაციები კიევში მას შემდეგ დაიწყო, რაც იანუკოვიჩის მთავრობამ უარი თქვა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

XS
SM
MD
LG