ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდსი - ქალებზე ძალადობის შედეგი


მსოფლიოში ყოველ ერთ საათში 50 ახალგაზრდა ქალი ავადდება შიდსით

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:05 0:00
ბმული

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული პროგრამა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველ ერთ საათში 50 ახალგაზრდა ქალი ავადდება შიდსით.
ექიმი მაირანგელა სიმაო გაეროში ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, დაცვის და მობილიზაციის განყოფილებას ხელმძღვანელობს:

„გენდერული ძალადობის უმეტესი ფაქტი სქესობრივ ძალადობას უკავშირდება. მონაცემთა ბაზის მიხედვით, ქალების წინააღმდეგ ძალადობას ძირითადად ოჯახში მათი პარტნიორი მამაკაცები ახორციელებენ."

სიმაოს აზრით, გენდერული ძალადობა შიდსის გავრცელებასთან მჭიდროდ კავშირშია:

„ ბევრ ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი ქალების 50 პროცენტი შიდსის ვირუსითაა დაავადებული. გენდერული უთანასწორობის გამო ქალები პარტნიორ მამაკაცებს უსაფრთხო სექსს ვერ სთავაზობენ. მათ იციან, რომ მამაკაცებს შემთხვევითი სქესობრივი კავშირები აქვთ, მაგრამ უსაფრთხო სექსუალურ კავშირის შეთავაზება არ შეუძლიათ.“

იმაო ამბობს, რომ ბევრი მეძავი ქალი ხშირად თავად ხდება ძალადობის მსხვერპლი და მამაკაცებს უსაფრთხო სქესობრივ კავშირს ვერ თხოვს:

„მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მესამე ქალი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც განიცდის ფიზიკურ და სქესობრივ ძალადობას. როგორც ირკვევა, სქესობრივი ძალადობა გლობალური პრობლემაა და იგი განვითარებული ქვეყნებისთვისაცაა დამახასიათებელი.“

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მოზარდი გოგონების პირველი სქესობრივი კავშირი უმეტესად ძალადობის ფაქტებს უკავშირდება.ქალთა წინააღმდეგ ძალადობად ითვლება აბორტი და იძულებითი სტერილიზაციაც.

გაეროს შიდსის ორგანიზაციის განცხადებით, სექსუალური და გენდერული ძალადობის უმეტესი შემთხვევები კულტურის და ტრადიციების სახელითაც ხორციელდება:

„ქალებს აქვთ უფლება ძალადობის და უსამართლობის გარეშე იცხოვრონ. ამ მინიჭებულ უფლებას კი კულტურული ან საზოგადოების მიერ დაწესებული უსამართლო ნორმები არ უნდა მართავდეს.“

მსოფლიოში ძლიერმა ქალებმა ძალადობის დასრულებისთვის უნდა იბრძოლონ. ეს პროცესი კი სკოლებში განათლებით და უფლებების შესახებ ინფორმაციით უნდა დაიწყოს. ამაში ასევე დიდი როლი უნდ შეასრულონ მამაკაცებმაც:

ეს არ არის ფემინისტური ბრძოლა. ჩვენ სამოქალაქო სამართლისთვის და უკეთესი საზოგადოებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს კი გენდერული თანასწორობის მიღწევაში დაგვეხმარება.“

ექიმი სიმაო შიდსის ორგანზიაციას 2010 წლიდან შეუერთდა. მანამდე იგი ბრაზილიის შიდსის ცენტრის დირექტორი იყო.
XS
SM
MD
LG