ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიზიკის უდიდესი აღმოჩენა


წინასწარი მონაცემებით დადასტურებულია ჰიგს ბოზონის ტიპის ელემენტარული ნაწილაკის არსებობა

მსოფლიოს მეცნიერები თანამედროვე ფიზიკაში დიდ აღმოჩენას ზეიმობენ. ორმა დამოუკიდებელმა სამეცნიერო ჯგუფმა ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრიდან დღეს განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით დადასტურებულია ჰიგს ბოზონის ტიპის ელემენტარული ნაწილაკის არსებობა, რომელსაც მეტსახელად „ღვთის ნაწილაკსაც“ უწოდებენ.

ორგანიზაციის დირექტორის, როლფ ჰუერის განცხადებით, აღმოჩენა სამყაროს შექმნის ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას. მისი თქმით, ჰიგს ბოზონის ელემენტარული ნაწილაკის არსებობის საბოლოო დადასტურებას კიდევ უფრო მეტი კვლევა და დიდძალი სტატისტიკური მასალა დასჭირდება.
XS
SM
MD
LG