ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკს ახალი პრეზიდენტი ყავს


მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ამერიკელი ჯიმ იონგ კიმი აირჩია. განათლებით ექიმი ჯიმ იონგ კიმი ასევე ანთროპოლოგი და დართმუტის კოლეჯის ყოფილი პრეზიდენტია. ამ თანამდებობამდე ის გაეროში შიდსის საკითხებს კურირებდა. ასევე მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ღარიბ ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს დახვეწაზე მუშაობდა. პარალელურად ის ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. ჯიმ იონგ კიმის 5 წლიანი ვადა მსოფლიო ბანკში პირველ ივლისს დაიწყება. კიმი რობერტ ზელიკს ჩაანცვლებს.
XS
SM
MD
LG