ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟი ეკვადორს თავშესაფარს სთხოვს


ეკვადორის მთავრობა ჯულიან ასანჟის ამ თხოვნას განიხილავს

ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიკარდო პატინომ განაცხადა, რომ ვიკილიქსის დამაარსებელმა ჯულიან ასანჟმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ეკვადორში. რიკარდო პატინომ დედაქალაქ კიტოში გამართულ პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ ეკვადორი ამ მოთხოვნას განიხილავს. შვედეთი უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს 40 წლის ასანჟის ექსტრადიციას ბრიტანეთიდან. შვედ სამართალდამცავებს მისი დაკითხვა სურთ სქესობრივი ძალადობის გამო. ამ ეტაპზე პატინოს განცხადებით ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ლტოლვილის სახით იმყოფება.
XS
SM
MD
LG