ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ბრიფინგზე რამდენიმე კრიტიკული მედია საშუალების ჟურნალისტი ბრიფინგზე არ დაუშვა. ბრიფინგზე შესვლის საშუალება არ მიეცათ სი-ენ-ენის, თაიმსის და პოლიტიკოს ჟურნალისტებს. ბრიფინგზე კოლეგიალური სოლიდარობის ნიშნად არ შევიდნენ ესოშიეტედ პრესის და ჟურნალ თაიმის წარმომადგენლები.

თეთრი სახლის სპიკერის შონ სპაისერის მიერ ჟურნალისტების შერჩევას კრიტიკულად ეხმაურებიან მედია საშუალებები და მედიადამცველი ორგანიზაციები.

“მსგავსი არაფერი მომხდარა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, როცა თეთრი სახლის რამდენიმე ადმინისტრაცია გაგვიშუქებია. მკაცრად ვაპროტესტებთ ბრიფინგზე გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის და სხვა მედია საშუალებების არდაშვებას. თავისუფალი მედია და გამჭვირვალე მთავრობა ჩვენს ეროვნულ ინტერესესს შეადგენს,” ნათქვამია ჟურნალ “თაიმის” აღმასრულებელი რედაქტორის დინ ბაკეს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

“მიუღებელი უწოდა გადაწყვეტილებას სი-ენ-ენმა. “როგორც ჩანს, ასეთ რეაგირებას ახდენს თეთრი სახლი ჩვენ მიერ იმ საკითხების გაშუქებაზე, რომლებიც თვითონ არ მოსწონთ. ამის მიუხედავად, ჩვენ მათ გაშუქებას გავაგრძელებთ.” ვკითხულობთ არხის მიერ გავრცეებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის მიერ ბრიფინგზე ჟურნალისტების შერჩევითად დაშვებამდე რამდენიმე საათით მედია საშუაელბები პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა. კონსერვატორული პოლიტიკის კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ჟურნალისტებს “ანონიმური წყაროების გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონდეთ.”

ქვეყნის ყველაზე დიდ კონსერვატორულ ყრილობაზე პრეზიდენტმა მედია გამოგონილი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა:

“მე იმ ხალხის წინააღმდეგი ვარ, ვინ ამბებს და წყაროებს იგონებს. მათ არ უნდ აჰქონდეთ წყაროს დასახელების გარეშე ინფორმაციის გამოყენების საშუალება,” თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტმა გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მიერ გამოქვეყნებული სტატია გამოყო, რომელშიც დაზვერვის 9 ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანი მაიკლ ფლინის რუსეთის ელჩთან კავშირებზე საუბრობდნენ. პრეზიდენტის შეფასებით “ცხრავე წყარო გამოგონილი იყო.”

პრეზიდენტმა აქვე თქვა, რომ ის ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების დიდი გულშემატკივარია, რომელიც პრესის თავისუფლებას იცავს, თუმცა ჟურნალისტები პირველი შესწორების საფარად გამოყენებაში დაადანაშაულა:

“ეს ჯგუფები დიდი მედია კორპორაციების ნაწილებია და მათ თავიანთი მიზნები აქვთ. ისინი არ ასახავს ხალხის ნებას. ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ.”

პრეზიდენტის სიტყვას მალევე გამოეხმაურა ვაშინგტონ პოსტის აღმასრულებელი რედაქტორი მარტი ბარონი, რომლის თქმითაც პრეზიდენტის მიერ ნახსენებ მასალაზე გაზეთს ყველა ინტერვიუს აუდი ჩანაწერი აქვს.

“ამ მასალამ პირდაპირ გამოიწვია გენერალ ფლინის თანამდებობიდან დათხოვნა,” ამბობს ბარონი.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG