ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარვი უაინსტინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს


ჰოლივუდის პროდიუსერს და წარსულში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას ჰოლივუდში, ჰარვი უაინსტინს სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მრავალი ბრალდებიდან, მას 2 ქალ კოლეგაზე სექსუალური ძალადობა დაუმტკიცდა.

უაინსტინს ძალადობაში 100-ზე მეტი ქალი ადანაშაულებდა, მათ შორის, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებიც. 2 წლის წინ, უაინსტინის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას მოჰყვა კამპანია #metoo, ანუ მეც. ამ ჰეშთეგით ქალები ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოში საკუთარ ისტორიებს ყვებოდნენ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.

უაინსტინი ნიუ-იორკის პოლიციამ 2018 წლის 25 მაისს დააკავა. 67 წლის ყოფილი პროდიუსერი თავს დამნაშავედ არცერთ ბრალდებაში არ ცნობს. სამართალდამცავები კინომაგნატის დანაშაულებრივ ბრალდებებს ნიუ-იორკის გარდა, იძიებენ ლონდონსა და ლოს-ანჯელესშიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG