ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ცვლის განცხადებას იმის შესახებ, რომ შაბათს ქურთების ქორწილში მომხდარი აფეთქება თვითმკვლელმა ბავშვმა მოაწყო. აფეთქების დროს 54 ადამიანი დაიღუპა.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ აფეთქებაში ბავშვის მონაწილეობის შესახებ ცნობა თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ჭორებზე იყო დაყრდნობილი და სინამდვილეში სანდო ინფორმაცია არ გააჩნიათ.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა თვითმკვლელი აღწერა როგორც 12-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდი, რომელიც ქორწილში დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააგზავნა.

თურქეთის საგარე საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ სირიასთან საზღვარს დაჯგუფების მებრძოლებისგან გაწმენდს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თეთრმა სახლმა აფეთქება დაგმო და განაცხადა, რომ ოთხშაბათს ანკარაში ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჩავა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG