ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიკის კონტროლის ჯგუფი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს


ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ჯონ ტრამპი

დონალდ ტრამპი პრეზიდენტი სულ ახლახანს გახდა, მაგრამ ეთიკის კონტროლის ჯგუფი უკვე მზად არის მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს, რომელიც მის მიერ კონსტიტუციის ნაკლებად ცნობილი პუნქტის სავარაუდო დარღვევას ეხება.

ორგანიზაცია სახელწოდებით: „ვაშინგტონის პროგრესული მოქალაქეები პასუხისმგებლობისა და ეთიკისთვის“ აცხადებს, რომ ორშაბათს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

სარგო შემოსავლის პუნქტი, უცხო სახელმწიფოებს, მათ შორის, მთავრობებს, კონგრესის ნებართვის გარეშე, პრეზიდენტისთვის გასამრჯელოს ან საჩუქრის გადაცემას უკრძალავს.

‘ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველად კვირას გამოაქვეყნა, სარჩელი ფულად ჯარიმას არ ითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ სასამართლომ პრეზიდენტის მიერ უცხო „პირებისგან“ გასამრჯელოს მიღება შეწყვიტოს.

XS
SM
MD
LG