ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობამ დამატებით რამდენიმე ათეული ჟურნალისტის დაპატიმრების სანქცია გასცა. მათ ამერიკაში დაფუძნებულ ფეტულა გულენის მოძრაობასთან კავშირი ედებათ ბრალად.

გუშინ ერთი ჟურნალისტი დააკავეს. სანქციები გაცემულია თურქეთის უმსხვილესი გაზეთ “ზამანის” რედაქციის 47 ყოფილ რედაქტორსა და თანამშრომელზე. მარტში თურქეთის სასამართლომ გაზეთი მთავრობას გადასცა, მოგვიანებით კი პოლიციამ გაზეთის ოფისებში რეიდები ჩაატარა.

სასამართლოს მარტის გადაწყვეტილებამდე, გაზეთი ახლო კავშირში იყო გულენის რელიგიურ მოძრაობასთან, მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ კი ის რადიკალურად შეიცვალა და მთავრობის მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო.

კვირის დასაწყისში მთავრობამ 42 სხვა ჟურნალისტის დაკავების სანქცია გასცა, რომელთაგან 16 უკვე დაპატიმრებულია.

XS
SM
MD
LG