ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინგი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა


Rodney King poses for a portrait after a book signing of his book " The Riot Within: My Journey from Rebellion to Redemption " in New York April 24, 2012.
Rodney King poses for a portrait after a book signing of his book " The Riot Within: My Journey from Rebellion to Redemption " in New York April 24, 2012.

პოლიცილების მიერ კინგის სასტიკი ცემის ფაქტმა და ვიდეო მასალამ ლოს ანჯელესში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

კვირას, ლოს ანჯელესში, 1990-იან წლებში მომხდარი ძალადობის გამომწვევი ისტორიის მთავარი გმირი-როდნი კინგი საკუთარ აუზში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 47 წლის იყო. კინგი მსოფლიოს კარგად ახსოვს ლოს ანჯელესში დაწყებული ხმაურიანი გამოსვლების და ძალადობის მიზეზად.

კალიფორნიის პოლიციის განცხადებით, კინგი უგონოდ წყლის ფსკერზე აღმოაჩინეს.

როდნი კინგი რასობრივი დაპირისპირების სიმბოლო გახდა მას შემდეგ, რაც 1991 წელს პოლიციის მიერ მისი სასტიკი ცემის ამსახველი ვიდეო მასალა ამერიკელმა საზოგადოებამ ნახა.

ძალადობის და ძალის გადაჭარბებით გამოყენების გამო, ინციდენტში მონაწილე 4 პოლიციელი გაასამართლეს.

ეჭვმიტანილთა გამართლებამ ლოს ანჯელესის მასშტაბით 6 დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს და ძარცვას მისცა დასაბამი. არეულობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. ქონებას კი მილიონობით დოლარის ზარალი მიადგა.

XS
SM
MD
LG