ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები განიხილა და ამასთან, ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრა. მან კერძოდ აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო 20 წელია განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. ბოლო 10 წელია ქვეყანამ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა კორუფციასთან ბრძოლის, პოლიციის რეფორმის და მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების ჩათვლით, რომლებსაც პარალელი არ მოეპოვება ყოფილ საბჭოთა კავშირში.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, რუბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად საყოველთაო, მცდარი მოსაზრებისა ამერიკას ფავორიტი კანდიდატებს შორის არ ყოლია. თავად საარჩევნო პროცესმა დაამტკიცა, რომ ქართული დემოკრატია ლიტონი სიტყვები არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ხელისუფლების გადაბარების მიმდინარე პროცესით. რუბინის განცხადებით, საქართველოში პრობლემები და გამოწვევები რჩება და რომ სისულელე იქნება საქართველოს მიერ დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოების, ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში წევრობის გზაზე დასახული ამოცანები მიღწეულად ჩაითვალოს, თუმცა მომხდარი მოვლენებით ქართველმა ხალხმა და მთელმა საქართველომ შთამბეჭდავი, პოზიტიური რეაქცია დაიმსახურა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ნაადრევია ხმის მიცემის პროცესის ისტორიული მნიშვნელობის შეფასება, თუმცა ორი რამ ცხადად გამოიკვეთა: 1. ქართველები ცვლილებისთვის იყვნენ მზად და მათ ეს მიიღეს. 2. ახლად-შექმნილი პარლამენტი, სადაც არც ერთ ძალას კონსტიტუციური უმრავლესობა არ გააჩნია-ვერ იქონიებს კარტ-ბლანშს კონსტიტუციის შესაცვლელად, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ქონდა ადგილი. აღმოცენებული პოლიტიკური რეალობა კი კონტროლისა და ბალანსის მეტ მექანიზმს შეიცავს, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან ჯანსაღი მოვლენაა.
ამერიკელმა დიპლომატმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ორ ქვეყანას ძლიერი პარტნიორობა აქვს და რომ ამერიკა ამ მყარ საფუძველზე ორმხრივი კავშირების შენარჩუნებას ელის საქართველოს ახალი ლიდერშიპის პირობებში.
რუბინმა დააკონკრეტა, რომ ამერიკის დიალოგი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა და ამ დოკუმენტთან დაკავშირებული ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში ესახება. დიალოგი კი თანამშრომლობის ოთხ მთავარ საყრდენს ეფუძნება: ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების მეტი გაძლიერება, თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონალურ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, ეკონომიკური კავშირების გაზრდა და ხალხთა შორის კულტურული გაცვლების გაღრმავება.
რუბინის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველოს დაეხმარა დემოკრატიული სისტემის მშენებლობის პროცესში. ვაშინგტონი ქართველი ხალხის და მისი ლიდერების გვერდში დარჩება ახალი გამოწვევების დასაძლევად-აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.