ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სა და ვენესუელას შორის მოლაპარაკება იგეგმება


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის მალე მაღალი დონის მოლაპარაკება დაიწყება, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვა იქნება.

კერიმ ოპოზიციის ძალისხმევას დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ ქვეყანამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართოს. ეს განცხადება კერიმ ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის შეხვედრაზე სანტო დომინგოში გააკეთა. კერიმ ერთ-ერთი დამატებითი შეხვედრა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა. მინისტრმა ამერიკა საერთაშორისო ბულინგში დაადანაშაულა.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თქვა, რომ ჯონ კერიმ მას ორ ქვეყანას შორის დიალოგის ახალი ეტაპის დაწყება შესთავაზა. სანაცვლოდ, მადურო ამერიკასთან ელჩების გაცვლის ინიციატივით გამოვიდა. ამჟამად ვენესუელას და ამერიკას ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დედაქალაქებში ელჩების წარმომადგენლობის გარეშე აქვთ.

XS
SM
MD
LG