ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორც სააგენტო „როიტერს“-ი იუწყება, უზბეკეთის მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი დღეს გარდაიცვალა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კარიმოვს შაბათს, სამარყანდში ისლამური ტრადიციის მიხედვით დაკრძალავენ და ის „ჭეშმარიტად დიდი ადამიანი“ იყო.

დამკრძალავი კომისიის ხელმძღვანელად პრემიერ მინისტრი შავკატ მიზრიაევი დაინიშნა.

78 წლის ისლამ კარიმოვი, შუა აზიის ქვეყნის ავტორიტარული მმართველი საუკუნის მეოთხედის განმავლობაში იყო.

კარიმოვს თავისი შემცვლელი არ დაუსახელებია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG