ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკეთმა დამოუკიდებლობის დღე უპრეზიდენტოდ აღნიშნა


ისლამ კარიმოვი - უზბეკეთის პრეზიდენტი - ავადმყოფობის გამო დღეს გამართულ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაულს არ ესწრებოდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 25 წლის იუბილეზე მისი მისასალმებელი სიტყვა ტელეწამყვანმა წაიკითხა. ცერემონიას კი პრემიერ-მინისტრი შავკატ მარზიაევი უძღვებოდა.

ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტი ინსულტის შემდეგ კვლავ საავადმყოფოშია. გუშინ მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა განაცხადა, რომ ისლამ კარიმოვის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი უკვე გარდაიცვალა. ორგანიზატორებმა საიუბილეო ცერემონიის შემდეგ დაგეგმილი საზეიმო კონცერტი გააუქმეს. კარიმოვის გარდაცვალების შემთხვევაში, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყნის ლიდერობას უზბეკეთის პარლამენტი გადაიბარებს.

XS
SM
MD
LG