ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო 42 თვეა უმუშევრობა ამერიკაში 8 პროცენტს აღწევს

ორი ახლადგამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკის დასაქმების და მშენებლობის ინდუსტრიებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ არასახარბიელო ინფორმაცია ვრცელდება.

ხუთშაბათს ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ უმუშევართა დახმარება გასულ კვირასთან შედარებით ორი ათასით მეტმა ადამიანმა მოითხოვა და ახლა მათი რაოდენობა 366, 000 შეადგენს. ბოლო 42 თვეა რაც უმუშევრობა ამერიკაში 8 პროცენტს აღწევს, თუმცა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დახმარების მაძიებელთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს.

პარალელურად გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ივლისში ახალი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების მშენებლობა ერთი პროცენტით დავარდა თუმცა ახალ საცხოვრებლებზე გაცემული ნებართვები საკმაოდ მაღალია და 812, 000 უტოლდება. ეს ციფრი, თავის მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG