ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიელი ამბოხებულების დახმარებას არ უარყოფს


თეთრი სახლის პრესმდივანი ახალ განცხადებას აკეთებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ არ უარყო რომ თეთრი სახლი სირიელ ამბოხებულებს ეხმარება. თუმცა, მისი თქმით ამერიკის ადმინისტრაცია არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას სირიელებითვის მხოლოდ არალეტალური დახმარების გაწევის შესახებ.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ სირიაში იარაღის რაოდენობის გაზრდა მშვიდობიან ტრანზიციას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა კარნიმ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, პრეზიდენტმა ობამამ წლის დასაწყისში ხელი მოაწერა საიდუმლო ბრძანებას სირიელი ამბოხებულებისთვის დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც დაზვერვის სააგენტოს და სხვა უწყებებს ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ოპოზიციის მხარდაჭერას ავალებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG