ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ისრაელს დაეხმარება


რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი იერუსალიმში ვიზიტისთვის ემზადება

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელს შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებიდან 70 მილიონი დოლარის დახმარება აღუთქვა. მაშინ, როდესაც ბარაკ ობამა ისრაელზეა კონცენტრირებული, მისი მეტოქე რესპუბლიკელი მიტ რომნი იერუსალიმში ვიზიტისთვის ემზადება.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ეს თანხა ისრაელს დამცავი სისტემა-რკინის გუმბათის-გააფართოებაში დაეხმარება, რითაც ღაზას სექტორში პალესტინელთა რაკეტების თავდასხმის მოგერიებას შეძლებს.

სარაკეტო დამცავი სისტემისთვის გასულ წელს აშშ-მა $205 მილიონი დოლარი დაამტკიცა, დამატებითი $70 მილიონით დაფინანსება ისრაელისთვის მაისში გადაწყდა.
XS
SM
MD
LG