ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო გამოკითხვა ობამას უპირატესობას ადასტურებს


საპრეზიდენტო დებატები ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 90 დღით ადრე, სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია გალოპის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, პრეზიდენტი ობამა, გამოკითხულთა 47 პროცენტის სიმპათიით, და ამომრჩევლის მცირედი უპირატესობით სარგებლობს მიტ რომნისთან შედარებით, რომელსაც 46 პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

აპრილის შემდეგ, გალოპის ყოველდღიურ სოციოლოგიურ შეფასებებში საზოგადოების მხრიდან კანდიდატთა დამოკიდებულებაში უმნიშვნელო ცვლილება შეინიშნება.

ანალიტიკოსების აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ორივე კანდიდატის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო დღემდე შენარჩუნდება.
ქუინიპიაკის უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი პიტერ ბრაუნი ამბობს:

„დღეს პრეზიდენტ ობამას, ნაციონალური მასშტაბით, შესაძლოა ქონდეს მცირე უპირატესობა რესპულიკელთა კანდიდატთან შედარებით, და ეს უპირატესობა ასევე საგრძნობია გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატებშიც, თუმცა ეს არ არის დიდი განსხვავება.“

ბრაუნის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევები სამ აღნიშულ კრიტიკული მნიშვნელობის შტატებში მართლაც მიუთითებს დაძაბულ ბრძოლაზე. მიტ რომნის, მაგალითად, 5 პროცენტიანი უპირატესობა აქვს კოლორადოს შტატში, თუმცა ბარაკ ობამა ვირჯინიის შტატში ოთხი, ვისკონსინში კი ექვსი პროცენტით უსწრებს მეტოქეს. 2008 წელს ობამამ სამივე შტატი მოიგო. სამივე აღნიშნული შტატი, წლევანდელ არჩევნებში დიდ მნიშვნელობას იძენს 12 სხვა მნიშვნელოვან შტატთან ერთად, სადაც ობამას საარჩევნო შტაბი რეკლამაზე და წინასაარჩევნო ღონისძიებებზე იქნება ორიენტირებული.

პიტერ ბრაუნის თქმით, მიტ რომნის მიერ ვიცე პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის გამოცხადების შემდეგ, ბრძოლა თეთრი სახლისთვის კიდევ უფრო გააქტიურდება. აგვისტოს ბოლო კვირას და სექტემბრის დასაწყისში კი მარათონს დამატებით სტიმულს პარტიების ყრდილობებიც შემატებს.

არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომლებიც ამ არჩევნებს განსაზღვრას-ერთერთია მიტ რომნის არჩევანი და ნომინაცია ვიცე პრეზიდენტის თანამდებობის შესავსებად, შემდეგ რესპუბლიკელთა და დემოკრატთა პარტიული ყრილობები და ბოლოს თუ როგორ შეინარჩუნებს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი პოზიციებს კამპანიის ბოლო დღის ჩათვლით. რა თქმა უნდა ბევრი იქნება დამოკიდებული დებატებზეც, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში იგეგმება.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო დებატები ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება, ისევე როგორც ერთი სატელევიზიო დებატი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის.
ვეტერანი ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი და ნიუ იორკ დეილი ნიუსის ჟურნალისტი ტომ დე ფრანკი ამბობს, რომ მიტ რომნი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე საკუთარი კანდიდატურის ხელახალ პრეზდენტაციას შეეცდება.

„მგონი რომნი ამით კამპანიას დამატებით სტიმულს შემატებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სავარაუდოდ მის რეიტინგს გაამყარებს იქნება რომნის მიერ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად გამოცხადების დადასტურება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რესპუბლიკური ყრილობა, კანდიდატს რამდენიმე პროცენტით წინ წასწევს.“

დე ფრანკი ასევე შენიშავს, რომ ამერიკელთა უმრავლესობამ უკვე იცის თუ ვის დაუჭერს არჩევნებში მხარს, მაგრამ ამასთან, ქვეყანაში რჩება ნეიტრალური ამომრჩევლის კატეგორიაც, რომელთა მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის. ამიტომაც არის რომ ორივე კანდიდატის საარჩევნო შტაბებმა, ისევე როგორც მათმა ფინანსურმა მხარდამჭერებმა, რომლებსაც პოლიტიკური აქტივოების კომიტეტების სახელით იცნობს საზოგადოება, ათობით მილიონი დოლარი დახარჯეს სარეკლამო რგოლებზე რომლებიც ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩევლის დაყოლიებაზე იყო გამიზნული. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური რეკლამები და ამომრჩევლის გადაბირების კამპანია, ნოემბრამდე გასტანს იმდენად რამდენადაც ჯერჯერობით ვერც მოქმედმა პრეზიდენტმა და ვერც მისმა რესპუბლიკელმა მეტოქემ ვერ მოახერხეს ამერიკელების უმრავლესობის დარწმუნება საკუთარ უპირატესობაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG