ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის არჩევნების ახალი ეტაპი


ოთხდღიანი ტური ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის გამოცხადებისთანავე დაიწყო

ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია ახალ ეტაპზე გადადის: რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო ნომინანტს, მიტ რომნის კამპანიის ტურზე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლ რაიანი შეუერთდა.

რომნი და რაიანი დღეს ჩრდილოეთ კაროლინას სტუმრობენ. სპეციალისტები მას ერთ-ერთ კრიტიკულ შტატად მიიჩნევენ. ოთხდღიანი ტური ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის გამოცხადებისთანავე დაიწყო და ის რამდენიმე შტატს მოიცავს. ექსპერტების აზრით, მიტ რომნის იმედი აქვს, რომ 42 წლის კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიულ ფრთას უფრო ენერგიულს გახდის და საბიუჯეტო შეკვეცების პროგრამების დამტკიცებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG