ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაციის უსაფრთხოება


კანონი, რომელიც მგზავრებს პატარა ზომის დანის თვითმფრინავზე ატანის ნებართვას მისცემდა, ამ ეტაპზე აღარ განიხილება

ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების ხელმძღვანელი უარს ამბობს ადრეულ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც კომერციულ რეისებზე მომცრო ზომის დანის გადატანაზე აკრძალვა უნდა გაუქმებულიყო.

ოთხშაბათს ჯონ პისტოლემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე უსაფრთხოების ექსპერტებთან და ავიაციის ინდუსტრიის წარმომადგენელბთან შეხვედრის შემდეგ მივიდა.

მიღების შემთხვევაში, კანონი უფლებას მისცემდა მგზავრებს პატარა ზომის დანა, ისევე როგორც გოლფის აღჭურვილობა და ბეისბოლის და ჰოკეის ჯოხები, თვითმფრინავზე თავისუფლად აეტანათ.

პისტოლე აცხადებდა, რომ უმჯობესი იქნებოდა უსაფრთხოების ოფიცრებს დრო არა მცირე ზომის დანის გამო მგზავრების ჩანთების ჩხრეკაზე დაეკარგათ, არამედ ისეთი სასიკვდილო იარაღის ძებნისთვის მოენდომებინათ, როგორიცაა ასაფეთქებელი საშუალებები. მაგრამ ბორტგამცილებელთა კავშირმა და ინდუსტრიის ოფიციალურმა პირებმა მას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ სწორედ მცირე ზომის დანებით განხორციელდა 4 თვითმფრინავის გატაცება 11 სექტემბერს.


XS
SM
MD
LG