ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადარების განთავსების გეგმა ობამას ახალი თავდაცვის სტრატეგიის ნაწილია

ჩრდილოეთ კორეის მუქარისა და ჩინეთის აგრესიული ქმედებების გამო, შეერთებული შტატები აზიაში თავდაცვის სისტემის გაფართოებას გეგმავს.

ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ იაპონიაში რადარების განლაგებას აპირებს. რადარები სამხედრო გემებსა და ხმელეთზე განლაგებულ გადამჭერებზე განთავსდება.

„უოლ სტრიტ ჯორნალის" განცხადებით, რადარების გეგმა ობამას ახალი თავდაცვის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ერაყისა და ავღანეთის ომების შემდეგ ამერიკის ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რესურსების გადანაწილებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG