ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი თუ ტრამპი? მოლოდინი საქართველოში


ჰილარი კლინტონი ბათუმში, 2012 წლის ივნისი

ჰილარი კლინტონი ბათუმში, 2012 წლის ივნისი

8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატები 45-ე პრეზიდენტს აირჩევს. დემოკრატი ჰილარი კლინტონი თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი? ამერიკელი ხალხის არჩევანს, მთელი მსოფლიოს მსგავსად, დიდი ინტერესით ელიან საქართველოშიც.

ორივე კანდიდატი ნამყოფია ჩვენს ქვეყანაში. ჰილარი კლინტონი, სახელმწიფო მდივნის რანგში, ორჯერ, ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოში. პირველად 2010 წლის ივლისში, თბილისში და მეორედ, 2012 წლის ივნისში, ბათუმში.

სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ჩხავერის ღვინოს აცნობს

სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ჩხავერის ღვინოს აცნობს

კლინტონი, რა თქმა უნდა გაცილებით უკეთ იცნობს, როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ისე საგარეო პრობლემატიკას. ასევე საუკეთესო ქართული ღვინის გემოს, მას დაგემოვნებული აქვს - საკოლექციო გურული ჩხავერი. კლინტონს „საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო“ მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი.

„საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის“ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით არის დაჯილდოვებული დონალდ ტრამპი. იგი თბილისს და ბათუმს 2012 წლის აპრილში, საკუთარი თვითმფრინავით სტუმრობდა. შავი ზღვის სანაპიროზე მონაწილეობა მიიღო 47 სართულიანი „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც შემდეგ აღარ აშენდა.

დონალდ ტრამპი და "სილქ როუდ ჯგუფის" პრეზიდენტი გიორგი რამიშვილი ბათუმში, 2012 წელი

დონალდ ტრამპი და "სილქ როუდ ჯგუფის" პრეზიდენტი გიორგი რამიშვილი ბათუმში, 2012 წელი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა ამერიკაში, ამბობს, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ დარჩება უცვლელი:

ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რაიმე, მიუხედავად იმისა თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინაიდან ისტორიულად, მყარი, ჩამოყალიბებული და ძალიან ინტენსიური პარტნიორობა გვაკავშირებს აშშ-სთან. ამერიკამ ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან ჯერ კიდევ ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ს პრეზიდენტი“

„ჩვენ ბუნებრივია ყურადღებით ვადევნებთ ამ არჩევნებს თვალყურს, ვინაიდან აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რაიმე, მიუხედავად იმისა თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინაიდან ჩვენ ისტორიულად, მყარი, ჩამოყალიბებული და ძალიან ინტენსიური პარტნიორობა გვაკავშირებს აშშ-სთან.

ეს ურთიერთობა ორმხრივია, ჩვენი მხრიდანაც ასეთი დამოკიდებულებაა და იქედანაც. უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ-მ ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ბილ კლინტონი თუ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი.“

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ბარაქ ობამას (2009-2016) „გადატვირთვის პოლიტიკამ“ რუსეთთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გარკვეულწილად, მეორე რიგში გადაიყვანა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპატიები, 8 ნოემბრის არჩევნებში, ისევ დემოკრატიული პარტიის კანდიდატისკენ იხრება.

ტრამპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში, 2012 წელი, ალექსანდრე იმედაშვილის ფოტო

ტრამპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში, 2012 წელი, ალექსანდრე იმედაშვილის ფოტო

ანალიტიკოსთა აზრით, ეს განპირობებულია, რესპუბლიკელთა კანდიდატის არაპროგნოზირებადი და იზოლაციონისტური რიტორიკით. პირველ რიგში დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი განცხადებებით, NATO-ზე, ბალტიისპირეთზე, ოკუპირებულ ყირიმზე, უკრაინაზე, ემიგრაციაზე, რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინზე.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე განმარტავს, თუ რატომ არის სარისკო დონალდ ტრამპის არჩევა:

დონალდ ტრამპი ბევრად უფრო სარისკო კანდიდატია ჩვენთვის, რუსეთთან მისი გაუთვიცნობიერებლობის გამო. არც საგარეო პოლიტიკური და არც ზოგადად, მმართველობითი გამოცდილება მას არ აქვს"

„ტრამპი ბევრად უფრო სარისკო კანდიდატია ჩვენთვის, რუსეთთან მისი გაუთვიცნობიერებლობის გამო. არც საგარეო პოლიტიკური და არც ზოგადად, მმართველობითი გამოცდილება მას არ აქვს.

ეს გაცილებით სარისკოა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთმა პირველად გადაკვეთა წითელი ხაზი. ის პირდაპირი ჩაერია სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში, ვგულისხმობ, რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ჰაკერულ თავდასხმას აშშ-ს პოლიტიკურ პარტიებზე,საარჩევნო ორგანიზაციებსა და მედიაზე.

რუსეთი პირდაპირ ცდილობს, რომ დემოკრატიული პროცესის მანიპულაცია მოახდინოს. ასევე, ნელნელა ნათელი ეფინება სხვა თემებსაც. მაგალითად, სკანდალური „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟის კავშირებს, უკვე აშკარაა, რომ „ვიკილიქსს აქვს გარკვეული რუსული კონტაქტები.

ანუ, თანდათან აშკარა ხდება, რომ რუსეთი არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში, არამედ უკვე მსოფლიოს მასშტაბით მანიპულირებს დემოკრატიული ინსტიტუტებით და ეს, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.“

ჰილარი კლინტონო ხელვაჩაურის რაიონში, "აჭარულ ღვინის სახლში"

ჰილარი კლინტონო ხელვაჩაურის რაიონში, "აჭარულ ღვინის სახლში"

ამერიკის შეერთებული შტატების არსებობის 240 წლიანი ისტორიის მანძილზე, 44 არჩეული პრეზიდენტიდან, მხოლოდ პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი (1789-1797) იყო უპარტიო.

შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის ორ ძირითად მოთამაშეს - რესპუბლიკურ პარტიას 18 პრეზიდენტი წარმოადგენდა, დემოკრატიულ პარტიას კი 16. ოთხ-ოთხი პრეზიდენტი ჰყავდათ ვიგების და დემოკრატიულ-რესპუბლიკურ პარტიებს. ერთი კი ფედერალისტურ პარტიას.

აშშ-ს პრეზიდენტები (1789-2016)

1. ჯორჯ ვაშინგტონი, უპარტიო - 1789-1797

2. ჯონ ადამსი, ფედერალისტი - 1797-1801

3. თომას ჯეფერსონი, დემოკრატ-რესპუბლიკელი - 1801-1809

4. ჯეიმზ მედისონი, დემოკრატ-რესპუბლიკელი - 1809-1817

5. ჯეიმზ მონრო, დემოკრატ-რესპუბლიკელი -1817-1825

6. ჯონ ქუისზი ადამსი, დემოკრატ-რესპუბლიკელი -1825-1829

7. ენდრუ ჯექსონი, დემოკრატი - 1829-1837

8. მარტინ ვან ბურენი, დემოკრატი - 1837-1841

9. უილიამ ჰენრი ჰარისონი, ვიგი - 1841 მარტი-აპრილი

10. ჯონ ტაილერი, ვიგი - 1841-1845

11. ჯეიმზ ნოქს პოლკი, დემოკრატი - 1845-1849

12. ზაქარი ტეილორი, ვიგი - 1849-1850

13. მილარდ ფილმორი, ვიგი - 1850-1853

14. ფრანკლინ პირსი, დემოკრატი - 1853-1857

15. ჯეიმზ ბიუკენენი, დემოკრატი - 1857-1861

16. აბრაამ ლინკოლნი, რესპუბლიკელი - 1861-1865 მოკლეს

17. ენდრიუ ჯონსონი, დემოკრატი - 1865-1869

18. ულის გრანტი, რესპუბლიკელი - 1869-1877

19. რეზერფორდ ჰეისი, რესპუბლიკელი - 1877-1881

20. ჯეიმზ გარფილდი, რესპუბლიკელი - 1881 მარტი-სექტემბერი, მოკლეს

21. ჩესტერ ართური, რესპუბლიკელი - 1881-1885

22. გროვერ კლივლენდი, დემოკრატი - 1885-1889

23. ბენჯამინ ჰარისონი, რესპუბლიკელი - 1889-1893

24. გროვერ კლივლენდი, დემოკრატი - 1893-1897 მეორე ვადით

25. უილიამ მაკ-კინლი, რესპუბლიკელი - 1897-1901, მოკლეს

26. თეოდორ რუზველტი, რესპუბლიკელი - 1901-1909

27. უილიამ ჰოვარდ ტაფტი, რესპუბლიკელი - 1909-1913

28. ვუდრო უილსონი, დემოკრატი - 1913-1921

29. უორენ ჰარდინგი, რესპუბლიკელი - 1921-1923

30. კალვინ კულიჯი, რესპუბლიკელი - 1923-1929

31. ჰერბერტ ჰუვერი, რესპუბლიკელი - 1929-1933

32. ფრანკლინ რუზველტი, დემოკრატი - 1933-1945

33. ჰარი ტრუმენი, დემოკრატი - 1945-1953

34. დუაიტ ეიზენჰაუერი, რესპუბლიკელი - 1953-1961

35. ჯონ კენედი, დემოკრატი - 1961-1963, მოკლეს

36. ლინდონ ჯონსონი, დემოკრატი - 1963-1969

37. რიჩარდ ნიქსონი, რესპუბლიკელი - 1969-1974

38. ჯერალდ ფორდი, რესპუბლიკელი - 1974-1977

39. ჯიმი კარტერი, დემოკრატი - 1977-1981

40. რონალდ რეიგანი, რესპუბლიკელი - 1981-1989

41. ჯორჯ ბუში უფროსი, რესპუბლიკელი - 1989-1993

42. ბილ კლინტონი, დემოკრატი - 1993-2001

პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერს უმასპინძლა ბილ კლინტონი იყო

პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერს უმასპინძლა ბილ კლინტონი იყო

43. ჯორჯ ბუში უმცროსი - რესპუბლიკელი - 2001-2009

პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც თბილსს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჯორჯ ბუში უმცროსი გახლდათ. 2005 წელი

პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც თბილსს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჯორჯ ბუში უმცროსი გახლდათ. 2005 წელი

44. ბარაკ ობამა - დემოკრატი - 2009-2016

45. ?

XS
SM
MD
LG