ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე განცხადებას ავრცელებს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს თბილისში გამართული ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის 21 ივნისს შემდგარი შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე მხარეებმა 2015 წლის ნოემბერში ვაშინგტონში შეხვედრისას განსაზღვრული მიზნებისკენ გადადგმული პროგრესი განიხილეს. ორივე მხარემ, ამასთან აღნიშნა ძლიერი, დეპოლიტიზირებული სამთავრობო ინსტიტუტებისა და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობა. შეეერთებული შტატების დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელება და მხარეები შეთანხმდნენ რომ ღია, პლურალისტული, და მშვიდობიანი პოლიტიკური გარემო აუცილებელია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს დემოკრატიული პროგრესის წარმოსაჩენად.

ამერიკელმა და ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს თანაბარი და კონკურენტული სათამაშო ველის უზრუნველყოფა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის, გაუმჯობესდეს საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები და მედია პლურალიზმი. ამერიკულმა მხარემ ასევე მოწონებით შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწოდება ძალადობისა და დაშინების პრაქტიკის დაუშვებლობის შესახებ და ორივე მხარემ ხაზი გაუსვა პრემიერის განცხადების განხორციელების მნიშვნელობას პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის გატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და სტაბილური საარჩევნო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG