ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა აღიარებს რუსეთის მიერ ავღანელი ხალხის დახმარების ძალისხმევას

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის ევროპისა და ევრაზიის საქმეების ბიუროს განცხადებით, ამერიკა აღიარებს რუსეთის მიერ ავღანელი ხალხის დახმარების ძალისხმევას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ახლო პარტნიორული ურთიერთობები დამყარდა ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მიმართულებით. გარდა ამისა, ორივე ქვეყანა სხვა პარტნიორებთან ერთად ცდილობს ავღანეთში ტერორიზმი და ნარკოტიკებით არაკანონიერი ვაჭრობა დაასრულოს.
ამასთან, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეტისა და ნატოს თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობაში. რუსეთის ტერიტორიის გავლით 2200-მა თვითმფრინავმა 379 ათასი სამხედრო პერსონალი გადაიყვანა და ქვეყნის ტერიტორიის გავლით 45 ათასი სატვირთო კონტეინერი იქნა დაგაზიდული ავღანეთში.
XS
SM
MD
LG