ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ავსტრალიასთან შეთანხმებას შეასრულებს და ლტოლვილებს მიიღებს


შეერთებული შტატები თანახმაა, ავსტრალიასთან არსებული შეთანხმება შეასრულოს და 1 200-მდე ლტოლვილი მიიღოს.

მიუხედავად, იმისა რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ლტოლვილების ახალი ნაკადების მიღება შეჩერებულია, მთავრობის ადმინისტრაცია თანახმაა შეასრულოს წინა პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ლტოლვილები, რომლებიც ავსტრალიაში ჩაღწევას ცდილობდნენ, წყნარი ოკეანის კუნძულზე დააკავეს და პაპუა ახალ გვინეასა და ნაურუში მდებარე ბანაკებში გადაიყვანეს. ამერიკა-ავსტრალიის შეთანხმების თანახმად, ისინი ამერიკაში უნდა გამგზავრებულიყვნენ.

ლტოლვილთა ამ ჯგუფში არიან ავღანეთის, ერაყისა და ირანის მოქალაქეები. ირანი და ერაყი კი იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, საიდანაც პრეზიდენტის ბრძანებით შტატებში შემოსვლა 90 დღის განმავლობაში აკრძალულია. თეთრი სახლის პრეს სპიკერის თქმით, ამერიკა ლტოლვილების ამ ჯგუფს მიიღებს, თუმცა ისინი უმკაცრეს კონტროლს გაივლიან.

XS
SM
MD
LG