ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში მძვინვარე ხანძრის 23 პროცენტი აღკვეთეს


დამწვარი ტერიტორიის ფართობი 725 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს

შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე 17 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ისევ მძვინვარებს. კალიფორნიელმა მეხანძრეებმა ჯერჯერობით ხანძრის მხოლოდ 23 პროცენტის შეკავება მოახერხეს. დამწვარი ტერიტორიის ფართობი 725 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ხანძრის შეჩერება მაღალი ტემპერატურის, ძლიერი ქარების და შტატისთვის დამახასიათებელი მშრალი კლიმატის გამო რთულდება.

მეხანძრეთა რაოდენობა დღეისათვის 4 200-ს შეადგენს. ადგილზე სავალდებულო ევაკუაციაა გამოცხადებული. 11 დღის მანძილზე 100-მდე სახლი და ბიზნესი დაზიანდა. ხანძარი წყლის რეზერვუარსაც ემუქრება, რომელიც ორ ჰიდროელექტროსადგურს ამუშავებს და საიდანაც სასმელი წყალი სხვა დასახლებულ პუნქტებთან ერთად სან ფრანცისკოსაც მიეწოდება.
XS
SM
MD
LG