ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში შიდსის თემაზე კონფერენცია გაიხსნა


Secretary of State Hillary Rodham Clinton speaks at the XIX International Aids Conference, July 23, 2012, in Washington.
Secretary of State Hillary Rodham Clinton speaks at the XIX International Aids Conference, July 23, 2012, in Washington.

დემონსტრანტები ადმინისტრაციის ყურადღებას შიდსის მკურნალობისა და პრევენციის საკითხების მნიშვნელობაზე ამახვილებენ

22 ივლისს შეერთებულ შტატებში შიდსის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც 1990 წელს ის ამერიკის საზღვრებს გასცდა. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტის, ჯერომ სოკოლოვსკის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელსაც 20,000-ზე მეტი ადამიანი ესწრება, იმედი და დადებითი ემოციები იგრძნობა იმ მოსაზრების გამო, რომ შიდსი, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს დაძლეულ იქნას.

„პრეზიდენტო ობამა, შიდსის მკურნალობა, ახლავე!” - ისმის დემონსტრანტთა შეძახილები.

ისინი თავიანთ მოთხოვნებს სკანდირებდნენ და ტრანსფარანტებით ხელში პენსილვანიის გამზირს მარშით მოუყვებოდნენ. თუმცა, ამავდროულად, ზეიმობდნენ კიდეც.

კონფერენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, 1990 წლის შემდეგ პირველად ტარდება.

შიდსით დაავადებული ადამიანებისათვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების გამო, მთელი ამ წლების განმავლობაში შიდსის კონფერენციის ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თუმცა, ამ ხნის მანძილზე, ეპიდემიამ მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა.

80-იანი წლებიდან მოყოლებული, შიდსის დაავადებას 30 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, გაეროს შიდსის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მიშელ სიდიბეს თქმით, ახლა უკვე არსებობს დაავადების მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები, რასაც მსოფლიოს მასთან გამკლავების საშუალებას მისცემს.

„ამჯერად, სიტუაცია სხვაგვარად არის. ახლა უკვე, ყველა ერთად შევძლებთ შიდსის დამარცხებას. ეს შესაძლებლობა გაქრება, თუ არ ვიმოქმედებთ,” - ამბობს მიშელ სიდიბე.

„მე იქ ვიქნები,” - გაისმის შეძახილები.

შიდსის კონფერენციები არსით გაცილებით მეტი გახდა, ვიდრე სამეცნიერო კვლევების გაზიარების საშუალება.

„აი-ვით ინფიცირებული 5 [ადამიანიდან] ერთმა არ იცის, რომ ეს მას ეხება, ასე რომ, შეკითხვას შენ გისვამ. მე ვაიქლეფი მქვია; მე ჰაიტიდან ვარ…”

გარდა ამისა, [კონფერენციები] საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას და დებატების გამართვას ითვალისწინებს.

“აი-ვისგან განსხვავებით, სხვა დაავადებების მიმართ ნეგატიური კონოტაცია არ არსებობს…”

როდერიკ ომარ მაიესი ჰომოსექსუალთა ქორწინებიის მოწინააღმდეგე დემონსტრანტთან კამათში შედის. შეერთებული შტატების ყოფილმა მეზღვაურმა მაიესმა რვა წლის წინ აღმოაჩინა, რომ აი-ვით იყო ინფიცირებული - ვირუსით, რომელიც შიდს იწვევს.

„ვფიქრობ, უმთავრესი აქ არსებული სტიგმაა. იმიტომ, რომ არ იცი ვის ესაუბრო, ან ვინ არის მზად იმისათვის, რომ გესაუბროს ამის [შიდსის] შესახებ. ადამიანები სხვადასხვაგვარად განგსჯიან - თითქოს უღირსი ადამიანი იყო იმიტომ, რომ აი-ვით ხარ ინფიცირებული ან შიდსი გაქვს,” - ამბობს შიდსის აქტივისტი, როდერიკ მაიესი.

თუმცა, ახლა მაიესს იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, თუკი დაფინანსება გაჩნდება.

„მართლაც, გულწრფელად მწამს, რომ განკურნება ახლოს არის. არ ვიცი, თუ აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს სურვილი იმისა, რომ სამკურნალო წამლები გამოჩნდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს აუცილებლად მოხდება.”

ეს ყველაფერი უდიდესწილად არის დამოკიდებული, თუ რა მოხდება მიმდინარე კვირას შიდსის კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG