ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადლიერების დღეზე ტრამპმა ერთიანობისკენ მოწოდება გაავრცელა


ხუთშაბათს ამერიკელები ტრადიციულად მადლიერების დღეს აღნიშნავენ, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ხვავიან სუფრასთან იკრიბებიან, აღლუმებს და ამერიკულ ფეხბურთს უყურებენ. ბევრი, სადღესასწაულო საყიდლებზე ზრუნვას იწყებს.

პოლიციის განცხადებით, მაღაზია „მეისისის“ ყოველწლიურ ტრადიციულ აღლუმზე ნიუ იორკში, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული. ქვიშით დატვირთული თვითმცლელები და ბომბზე დაგეშილი ძაღლები აღლუმის ნაწილი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის პოლიციას შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია, აღლუმის 4 კილომეტრიან მარშრუტზე 3 ათასზე მეტი, ფორმიანი და სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიციელი იქნება მობილიზებული.

XS
SM
MD
LG