ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოკავშირეები სირიასთან დაკვშირებით ოპტიმიზმს ინარჩუნებენ


შეერთებული შტატების მოკავშირეები პარასკევს დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ, დარწმუნებული არიან, რომ სირიის კონფლიქტში ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც პოლიტიკურ რეზოლუციას დაუჭერს მხარს. შეხვედრაში მონაწილეობას პირველად იღებდა შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

შეხვედრაზე „ყველა მონაწილე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ემხრობა, რადგან სამხედრო ძალით სირიაში მშვიდობა არ დამყარდება“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა. მისი თქმით, პოლიტიკური რეზოლუციის მიღწევის მიზნით, რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება. დიდი ოცეულის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები გერმანიის ქალაქ ბონში ხვდებიან.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG