ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ახალ სამუშაო კვირას იწყებს. გასული კვირა ძალადობით იყო სავსე. ლუიზიანაში და მინესოტაში პოლიციამ ორი შავკანიანი მოკლა. დალასში შავკანიანმა ეჭვმიტანილმა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციის მსვლელობისას ხუთი პოლიციელი მოკლა და რამდენიმე დაჭრა, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.

დალასის პოლიციის ცნობით,დანაშაულში ეჭვმიტანილი მიქა ხავიერ ჯონსონი, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოკლეს, სხვა დანაშაულსაც გეგმავდა. მან განაცხადა, რომ თეთრკანიანი ადამიანების, განსაკუთრებით თეთრკანიანი პოლიციელების დახოცვა სურდა.

ამერიკის არმიის განცხადებით, ჯონსონი ცოტა ხნით ავღანეთში მსახურობდა და სხვა სამხედრო მოსამსახურემ მას სქესობრივი ხასიათის შევიწროების გამო უჩივლა, რის გამოც ის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.

დალასის მერმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, ჯონსონს ფსიქიური აშლილობა ჰქონდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG