შეერთებული შტატების განცხადებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე პატრულირებისას, ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს, ჩინეთის მოიერიშე თვითმფრინავი მიუახლოვდა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.
ამერიკის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინური J-16 ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, ამერიკულ RC-135-ს “ცხვირწინ აგრესიული მანევრით ჩაუფრინა“.
ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის კაბინიდან გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჩინური თვითმფრინავის მანევრის შემდეგ, ამერიკული თვითმფრინავი ირყევა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ RC-135 სადაზვერვო თვითმფრინავი ახორციელებდა „უსაფრთხო და რუტინულ ოპერაციებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
გასულ კვირაში მომხდარ ინციდენტს წინ უსწრებდა ექვსი თვის წინ, დეკემბერში მომხდარი ინციდენტი, როცა სხვა RC-135 თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა, ჩინურ გამანადგურებელთან შეჯახების თავიდან ასარიდებლად, აცილების ნავევრები გააკეთებინა.
მომხდარ ინციდენტს ფონად გასდევს პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებული მზარდი დაძაბულობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორისაა ჩინეთის ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანთან დაკავსირებული პოლიტიკა.