ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ კანონ-პროექტს აკრიტიკებენ. კანონ-პროექტის მიხედვით 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთა ოჯახის წევრებს საუდის არაბეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა შეეძლებათ.

6 ქვეყნისგან შემდგარი სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო აცხადებს, რომ კანონმდებლობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების საფუძვლებს, განსაკუთრებით კი სუვერენული იმუნიტეტის პრინციპებს.

ამერიკის კონგრესმა კანონს მხარი პარასკევს დაუჭირა, თეთრი სახლი აცხადებს, რომ კანონს ვეტოს დაადებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG