ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოში ჰუმანიტარული მისია ისევ ვერ შედის


გაერო იმედგაცრუებულია, რომ სირიის ქალაქ ალეპოში მყოფი 275 ათასი ადამიანისთვის პირველადი დახმარების მედიკამენტების და სურსათის შეტანას ვერ ახერხებს.

ჰუმანიტარული დახმარების ალეპოში ჩატანა ამერიკას და რუსეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იყო.

გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი სტივენ ობრაიანი აცხადებს, რომ გაერო ალეპოში დაუყოვნებლივი შესვლის საშუალებას და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ევაკუირების უფლებას ითხოვს.

შეთანხმების მომავალზე დღეს ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმება გასულ უქმეებზე დაირღვა.

XS
SM
MD
LG