ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ და პუტინმა სირიაზე ისაუბრეს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან პროდუქტული საუბარი ჰქონდა. თუმცა მხარეები სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

ობამა პუტინს ჩინეთში დიდი ოცეულის ლიდერების სამიტზე შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, სირიის საკითხზე რუსეთთან დისკუსიებს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გააგრძელებს.

სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმება სირიის მთავრობას, რუს მოკავშირეებს და ამერიკის მიერ მხარდაჭერილ სირიელ მეამბოხეებს შორის გაფორმდება.

ობამას თქმით, ამერიკას და რუსეთს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მათ მიერ მხარდაჭერილ მხარეებზე და მშვიდობის პროცესზე.

მოსკოვი მხარს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს, ამერიკა კი ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ზომიერ ოპოზიციას.

სირიის სამოქალაქო ომს დაახლოებით 250 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 მილიონმა ადამიანმა კი საცხოვრებელი დატოვა და ლტოლვილობაშია.

XS
SM
MD
LG