ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია, ტრამპის კამპანიის რუსეთთან კავშირის წარმოჩენას ცდილობდა


„ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ძალისხმევა იმისკენ მიმართა, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან დონალდ ტრამპის კამპანიის შესაძლო კავშირების შესახებ ინფორმაცია, მომავალი გამოძიებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გაეხადათ.

„თაიმსის“ ინფორმაცია, ექვსზე მეტი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირის ნათქვამს ეყრდნობა, რომელთაც განაცხადეს, რომ: „განცხადებებს აკეთებდნენ, რათა მასალისადმი ყურადღება და კონგრესის მიერ სათანადო გამოძიების ჩატარება უზრუნველეყოთ.“

„თაიმსმა“ თეთრი სახლის პრეს-მდივნის, შონ სპაისერის ციტირებაც მოახდინა, რომელმაც თქვა: „აქ ერთადერთი ახალი ინფორმაცია ის არის, რომ ობამას ადმინისტრაციაში პოლიტიკური ნიშნით მოხვედრილმა თანამდებობის პირებმა ყალბი ამბის შეთხზვა სცადეს, რათა არჩევნებში დამარცხების გამამართლებელი მიზეზი შეექმნათ.“

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG