ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყრილობის გახსნა ტროპიკული ქარიშხლის, ისააკის გამო ერთი დღით გადაიდო

ქალაქ ტამპაში ხვალისთვის დაგეგმილი რესპუბლიკური პარტიის ყრილობის გახსნა ტროპიკული ქარიშხლის, ისააკის გამო ერთი დღით გადაიდო. ცერემონიალი, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაცია ოფიციალურად გამოცხადდება, სამშაბათს საღამოს დაიწყება.

შაბათს რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი, ოჰაიოს შტატში მეწარმე ქალებს შეხვდა და დაპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში ის მათ საქმიანობას მაქსიმალურად ხელს შეუწყობს. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ და კაიზერის ფონდის მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვებით ქალთა შორის ობამა გამოკვეთილად ლიდერობს. მისი პოპულარობა 53 პროცენტს აღწევს, მიტ რომნი კი პრეზიდენტს 14 პროცენტით ჩამორჩება. მამაკაცებს შორის ორივე პრეტენდენტი თანაბრად პოპულარულია.

XS
SM
MD
LG