ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებმა თანხებით დემოკრატებს აჯობეს

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, მიტ რომნის დანახარჯებმა ბარაკ ობამას ხარჯებს გაუსწრო.

ფედერალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რომნიმ ივლისში 102 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო, ხოლო ბარაკ ობამამ მხოლოდ 75 მილიონის.

რესპუბლიკელებს ნაღდი ფულის სახით 186 მილიონი დოლარი ჰქონდათ, ხოლო დემოკრატებს - 124 მილიონი. ამ ხარჯებში არ შედის პარტიის გარეთ მდგომი ჯგუფების მიერ გაღებული ფინანსები, რომლებსაც პოლიტიკური მოქმედების კომიტეტებს, იგივე სუპერკომიტეტებს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG