ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ ტეხასის პრაიმერში 150 დელეგატიდან 88 დელეგატის ხმა მოიპოვა, რაც საკმარისზე მეტი იყო და გადააჭარბა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში გამარჯვებისთვის აუცილებელი 1144 დელეგატის რიცხვს.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ფლორიდის შტატში, ტამპაში გაიმართება. ოთხი წლის წინ რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში ჯონ მაკეინთან დამარცხების შემდეგ მიტ რომნიმ მოახერხა წლევანდელ პრაიმერში ისეთი მეტოქეების ჩამოცილება როგორებიც რიკ სანტორუმი, ნიუტ გინგრიჩი და რიკ პერი იყვნენ.

XS
SM
MD
LG