ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მაღალჩინოსნები მექსიკას პირდებიან, რომ “მასობრივი დეპორტაცია” არ მოხდება.

შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანი ჯონ კელი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს შეხვდნენ. მექსიკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპის მიერ მექსიკის მისამართით გაკეთებულ განცხადეებზე უკმაყოფილება გამოთქვა.

პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს დაატოვებინებს “ცუდ ხალხს,” რომლებიც ამერიკაში არალეგალურად ცხოვრობენ.

როგორც ჯონ კელიმ შეხვედრაზე განაცხადა, შეერთებული შტატები არალეგალი იმიგრანტების ქვეყნიდან გასასახლებლად სამხედრო ძალების გამოყენებას არ აპირებს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG