ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას, შეერთებული შტატების ქალაქ მილუოკიში არეულობის მეორე ღამე იყო. სპეციალურად აღჭურვილი პოლიცია ხალხის ჯგუფს დაუპირისპირდა, რომელიც პოლიციის მიერ შავკანიანის მოკვლას აპროტესტებდა.

მილუოკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, პროტესტის დროს ერთ პირს ესროლეს, რომელიც მოგვიანებით ჯავშნიანი მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ხალხს დაშლისკენ მოუწოდა. პოლიციისვე ცნობით, მომიტინგეებმა მათ ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ არაერთი ადამიანი დააპატიმრეს.

მსგავსმა პროტესტებმა შაბათს ღამესაც იფეთქა, მას შემდეგ რაც 23 წლის სილვილ სმიტს პოლიციელმა მკერდში და ხელში ესროლა. ხელისუფლების ცნობით, სროლის ინციდენტი შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მისი მანქანა საეჭვო საქციელის გამო გააჩერა.

პოლიციის უფროსმა ედუარდ ფლინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასროლამდე ფლინმა თავისი მანქანიდან პოლიციელამდე რამდენიმე მეტრი გაირბინა, მას იარაღი ჰქონდა და პოლიციელს დაუმიზნა. ინციდენტში ჩართული პოლიციის ოფიცერი ასევე შავკანიანია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG