ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ლიბიაში. განცხადებას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

საარტილერიო დარტყმები სირტის რაიონში განხორციელდა გაეროს მიერ მხარდაჭერილი ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მოთხოვნით.

მისიის მიზანია, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ლიბიაში გააქტიურებას შეუშალოს ხელი და ქვეყნის მთავრობას ლიბიის კონტროლში დაეხმაროს.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება „დაეში“ სირტეში გაფართოებას წელიწადია ცდილობს.

გუშინდელი თავდასხმები ლიბიაში, ნოემბრის შემდეგ მესამე ამერიკული მისიაა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინაამდეგ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG